მოსწავლის ქცევის კოდექსი
საკლასო ქცევის წესები; მეორეკლასელის ვალდეულებები კლასში;
მიმართულება - პიროვნული და მორალური გავითარება;
მიზანი - სკოლაში კულტურული ქცევის წესების, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება;
დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისთვის ქცევის წესების შემუშავებას, რომლებსაც მოსწავლე იცავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლაში და აგრეთვე, სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. ქცევის ერთიანი წესების დანერგვა ხელს უწყობს მოსწავლის მიერ საკუთარი ქცევის მართვას, მოსწავლეთა დისციპლინისა და ურთიერთპატივისცემის, სკოლაში კეთილგანწყობილი და უსაფრთხო სასწავლო გარეომოს დამკვიდრებას . მნიშვნელოვანია, როდესაც ქცევის წესებს შევიმუშავებთ მოსწავლეებთან ერთად, რადგან მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან , რომ არ დაარღვიონ არც ერთი წესი.
Комментариев нет:
Отправить комментарий