მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ანა
ჭონიშვილი
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური IVგ
მოსწავლეთა რაოდენობა: 18 (სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა: ფრინველები. ფრინველების სასიცოცხლო ციკლი
გაკვეთილის მიზანი :
·
ცოცხალი
ბუნების კლასიფიკაცია.
·
ხერხემლიანი
ცხოველების დაჯგუფება აგებულების, გამრავლებისა
და საარსებო გარემოს მიხედვით.
·
მოსწავლე გაეცნოს ფრინველების
სასიცოცხლო ციკლს
·
იპოვოს
მსგავსება-განსხვავება ქვეწარმავლებსა და ფრინველებს შორის
გაკვეთილის თემისა და
მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :
ბუნ.IV.2. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ორგანიზმთა ცალკეული ჯგუფების დახასიათება
ბუნ.IV.2.1 ამოიცნობს ორგანიზმების
ცალკეული ჯგუფების ტიპიურ წარმომადგენლებს ზოგიერთი თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით.
ბუნ.IV.2.2 განასხვავებს ორგანიზმის
ცალკეულ ჯგუფებს (ბაქტერიები,სოკოები,ფეხსახსრიანები,თევზები,ამფიბიები,ქვეწარმავლები,ფრინველები,ძუძუმწოვრები,წიწვოვანი
და ყვავილოვანი მცენარეები) აგებულების და
გამრავლების თავისებურების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს
ორგანიზმების ცალკეულ ჯგუფების ტიპიურ წარმომადგენლებს, ზოგიერთი თვალსაჩინო
ნიშნის მიხედვით.
· განასხვავებს
ორგანიზმის ცალკეულ ჯგუფებს.
· ადარებს
და აჯგუფებს ხერხემლიან ცხოველებს აგებულების, გამრავლების და საარსებო გარემოს მიხედვით.
გაკვეთილის მიზანი გავწერე IV
კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით. შევარჩიე მიზნის შესაბამისი
მეთოდები და აქტივობები, აღნიშნული მოვარგე მოსწავლეთა ინტერესებს. გეგმის დაწერისას
ასევე გავითვალისწინე მათი წინარე ცოდნა და შესაძლელობები.
N |
აქტივობის
აღწერა |
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები |
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები |
სასწავლო
რესურსები |
დრო
(წთ) |
1
|
აქტივობა: „დღის მესიჯი“ აქტივობის მიზანია: საგაკვეთილო პროცესისთვის
მომზადება და ჩართულობის ხარისხის ამაღლება აღწერა: მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და ავსებს მათი დახმარებით „დღის
მესიჯის სქემას.“ მოსწავლეები ასახელებენ რა რიცხვია, რა დღეა, რომელი გაკვეთილია,
რამდენი მოსწავლე ესწრება გაკვეთილს და როგორია მათი მოლოდინი გაკვეთილის დაწყების
წინ
|
„დღის მესიჯი“
შეკითხვების
დასმა |
საერთო საკლასო |
ფორმატზე
წინასწარ გამზადებული „დღის მესიჯი“ საორგანიზაციო
საკითხების მოსაგვარებლად
|
2 წთ |
2
|
აქტივობა : „წინასწარჭვრეტის
ბარათი“ აქტივობის
მიზანი :სახალისო განწყობის შექმნა,მოსწავლეთა
დაინტერესება. აღწერა : მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს „წინასწარჭვრეტის ბარათს“.ბარათში არის მინიშნებება,მინიშნებით მოსწავლეები გაიგებენ გაკვეთილის თემას.
|
„წინასწარჭვრეტის ბარათი“ |
საერთო საკლასო |
„წინასწარჭვრეტის ბარათი“
|
2 წთ |
3 |
აქტივობა: გაკვეთილის თემის,მიზნისა და შეფასების პრინციპების გაცნობა მიზანი: სასწავლო პროცესისადმი მზაობა აღწერა : მასწავლებელი
მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს
|
ვერბალური მეთოდი,
დემონსტრირება
|
საერთო საკლასო
|
კომპიუტერი, პროექტორი
|
2 წთ |
4 |
აქტოვობა
: „ ცხოველთა
სამყარო“ აქტივობის
მიზანი : ხერხემლიანი ცხოველების დაჯგუფება აქტივობის
აღწერა : მაგიდაზე დევს ხუთი ფერის ბარათი,ბარათებში
ჩაწერილია ხერხემლიან ცხოველთა ჯგუფები.
მოსწავლეებმა მინიშნებებით უნდა აუხსნან ჯგუფის წევრებს, ხერხემლიანი ცხოველების
რომელ ჯგუფზეა საუბარი
|
ცხოველების დაჯგუფება
|
ჯგუფური მუშაობა
|
ფერადი ფურცლები
|
10 წთ |
5 |
აქტოვობა : კროსვორდი
აქტივობის მიზანია - კავშირი
წინარე ცოდნასთან. აღწერა : მასწავლებელი ფორმატზე დახაზულ კროსვორდს წარუდგენს
მოსწავლეებს,კროსვორდში დამალულია მთავარი სიტყვა-გაკვეთილის თემა,რომელსაც მოსწავლეები
კროსვორდის შევსების ბოლოს ამოიცნობენ
|
კითხვა- პასუხი |
საერთო, ინდივიდუალური |
ფერადი ფურცლებით მომზადებული კროსვორდი. ფერად ბარათებში დამალული კითხვები მარკერი
|
7წთ |
6 |
ახალი
მასალის ახსნა- ფრინველების და მათი
სასიცოცხლო ციკლის გაცნობა აქტივობის
მიზანია - ახალი ინფორმაციის მიღება. |
ახალი ინფორმაციის მიწოდება ,,powr point" -ში აწყობილი სლაიდ შოუს მეშვეობით. ფრინველი-წიწილა
|
საერთო საკლასო |
ახალი ინფორმაციის მიწოდება ,,powr point" -ში აწყობილი სლაიდ შოუს მეშვეობით. ფრინველი-წიწილა |
10 წთ |
7 |
აქტივობა
: ვიდეოს ჩვენება ფრინველის(ქათმის) სასიცოცხლო ციკლი აქტოვობის
მიზანი : დაკვირვება,შემეცნებითი უნარის
განვითარება,გაანალიზება,ვიზუალური აღქმა |
|
|
პროექტორი |
3 წთ |
8 |
აქტივობა : ვენის დიაგრამა
აქტოვობის
მიზანი - ახალი მასალის უკეთ გააზრებისათვის
წინარე ცოდნის გამოყენება მსგავსება- განსხვავების პოვნა ფრინველებსა და ქვეწარმავლებს
შორის
|
„ვენის დიაგრამის სქემის“ შევსება |
საერთო საკლასო |
ფორმატი, ვენის დიაგრამა,მარკერი |
3 წთ |
9 |
აქტივობა-„გასასვლელი ბარათები“ მიზანი- გაკვეთილის შეჯამება აღწერა- მოსწავლეებს ვურიგებ გასასვლელ ბარათებს,რომელშიც
არის კითხვები გაკვეთილის შესაჯამებლად და ვთხოვ უპასუხონ კითხვებს,ბარათებს კი ავკრებ
და ანალიზსაც შემდეგ გაკვეთილზე მოვახდენთ |
შეფასების მეთოდი |
საერთო საკლასო |
წინასწარ გამზადებული ბარათები, კალმები |
3 წთ |
10 |
შეფასება |
„შთაბეჭდილების
კარი“ |
მთელი კლასი |
ფორმატზე გამზადებული სამი ფერის კარი,სამი ფერის
გასაღები |
3 წთ |
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
გაკვეთილის მიზანი მიღწეულია
თუ მოსწავლეები:
· ამოიცნობს
და განასხვავებს ორგანიზმების ცალკეულ ჯგუფების ტიპიურ წარმომადგენლებს, ზოგიერთი
თვალსაჩინო ნიშნის მიხედვით.
· ადარებს
და აჯგუფებს ხერხემლიან ცხოველებს აგებულების, გამრავლების და საარსებო გარემოს
მიხედვით.
ხელმოწერა: ანა ჭონიშვილი
თარიღი: 06. 04. 2024 წელი
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ანა
ჭონიშვილი
საგანი: ბუნებისმეტყველება
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური III გ
მოსწავლეთა რაოდენობა: 19 (სპეციალური
საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა: „ნაყოფი
და თესლი“
გაკვეთილის მიზანი :
·
მოსწავლემ
უნდა იმსჯელოს ყვავილზე,როგორც ნაყოფის და თესლის წარმომქმნელ ორგანოზე.
·
მოსწავლემ
უნდა შეძლოს მსჯელობა და საუბარი მცენარეთა გამრავლების,კერძოდ თესლით გამრავლების
შესახებ.
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული
სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან :
ბუნ.III.1.მოსწავლემ
უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების
დემონსტრირება.
ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი - წყლის შეწოვა, ღერო - წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი - საკვების წარმოქმნა, ყვავილი - თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად)
· მსჯელობს მცენარის ნაყოფზე,როგორც
თესლის წარმომქმნელ ორგანოზე.
· მსჯელობს მცენარეთა თესლით გამრავლების შესახებ.
გაკვეთილის
მიზანი გავწერე III
კლასის ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის მიხედვით. შევარჩიე მიზნის შესაბამისი
მეთოდები და აქტივობები, აღნიშნული მოვარგე მოსწავლეთა ინტერესებს. გეგმის დაწერისას
ასევე გავითვალისწინე მათი წინარე ცოდნა და შესაძლელობები.
N |
აქტივობის
აღწერა |
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები |
კლასის
ორგანიზების ფორმა/ფორმები |
სასწავლო
რესურსები |
დრო
(წთ) |
1 |
საორგანიზაციო საკითხების
მოგვარება (მისალმება, პოზიტიური განწყობის
შექმნა. გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.) აქტივობის მიზანია- მოსწავლეების მომზადება
გაკვეთილისთვის . |
ვერბალური |
საერთო საკლასო |
ფორმატზე
დაწერილი გაკვეთილის თემა, მიზანი და შეფასების კრიტერიუმები |
2 წთ |
2 |
მასწავლებელი
მოსწავლეებს წარუდგენს ყუთს.ყუთში იმალება ყვავილოვანი მცენარის ნაყოფი.მინიშნებებით
მოსწავლეები გაიგებენ გაკვეთილის თემას. აქტივობის
მიზანია-სახალისო განწყობის შექმნა,მოსწავლეთა
დაინტერესება. |
„იდუმალი ყუთი“ |
საერთო საკლასო, ინდივიდუალური |
შავი ყუთი მცენარე ვაშლი |
2 წთ |
3 |
„კითხვების
ხე“ ფესვი(მთავარღერძიანი და ფუნჯა) ღერო(მხოხავი,ხვიარა,სწორმდგომი) ფოთოლი(მარტივი და რთული) ყვავილის ნაწილები აქტივობის მიზანია - კავშირი
წინარე ცოდნასთან. |
კითხვა-პასუხი |
საერთო საკლასო ინდივიდუალური |
ფერადი ფურცლებით
მომზადებული შეკითხვების ხე. მცენარეები, მიკროსკოპი, ყვავილები, ფოთლები |
15 წთ |
4 |
მცენარის ნაყოფისა და თესლის გაცნობა აქტივობის
მიზანია - ახალი ინფორმაციის მიღება. |
ახალი ინფორმაციის მიწოდება ,,powr point" -ში აწყობილი სლაიდ შოუს მეშვეობით. ხილი,ბოსტნეული და მარცვლეული |
საერთო საკლასო |
ახალი ინფორმაციის
მიწოდება ,,powr point" -ში აწყობილი სლაიდ შოუს მეშვეობით. ხილი,ბოსტნეული და მარცვლეული |
10 წთ |
5 |
ვიდეოს ჩვენება მცენარის ზრდა-განვითარებაზე აქტოვობის
მიზანი-მცენარეთა საარსებო გარემოს გააზრება |
|
|
პროექტორი |
2 წთ |
6 |
გონებრივი იერიშის სქემა |
„ გონებრივი
იერიშის სქემის“ შევსება |
საერთო საკლასო |
ფორმატი, გონებრივი ეირიში,მარკერი |
2 წთ |
7 |
პრაქტიკული სამუშაო |
მცენარის დათესვა |
ჯგუფური მუშაობა |
მიწით სავსე კონტეინერები,ჩხირები,თესლი |
7 წთ |
8 |
შეფასება |
განმავითარებელი კომენტარი |
მთელი კლასი |
ფორმატზე გაწერილი შეფასების სქემა |
3 წთ |
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
გაკვეთილის მიზანი მიღწეულია თუ მოსწავლეები:
· მსჯელობენ
მცენარის ყვავილზე,როგორც ნაყოფისა და თესლის წარმომქმნელ ორგანოზე.
· მსჯელობენ
მცენარეთა გამრავლების,კერძოდ თესლით გამრავლების შესახებ.
ხელმოწერა: ანა ჭონიშვილი
თარიღი: 25.02.2023

გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი |
ანა ჭონიშვილი |
ჩატარების დრო |
24.11.2021 |
სწავლების საფეხური |
დაწყებითი II კლასი |
საგანი |
მათემატიკა |
მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი |
19 მოსწავლე.სსმ მოსწავლე არ ირიცხება კლასში |
გაკვეთილის ხანგრძლივობა |
45 წუთი |
გაკვეთილის თემა |
ორნიშნა
რიცხვები. გეომეტრიული
ფიგურები. |
გაკვეთილის მიზნები |
მოსწავლემ
უნდა იმსჯელოს ნატურალურ რიცხვთა შემადგენლობებზე და დაასახელოს მათი წინა და მომდევნო
რიცხვები,შეძლოს რიცხვთა ჩანაწერში თანრიგების
ციფრის მნიშვნელობის დასახელება,დაასახელოს მოცემული რიცხვების უახლოესი ათეულები
და ოცეულები. განასხვაოს ერთმანეთისგან
კენტი და
ლუწი რიცხვები,
დაალაგოს რიცხვები ზრდისა და კლების მიხედვით, დაასახელოს მოქმედაბათა კომპონენტები და
მაგალითებში იპოვოს უცნობი
წევრი. ამოხსნას სახალისო ლოგიკური ამოცანები. ამოიცნოს
გეომეტრიული ფიგურები და გაიაზროს მათი ყოფით საგნებში გამოყენების მნიშვნელობა. |
გაკვეთილის მსვლელობა |
I აქტივობა
(5წთ) გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა: საორგანიზაციო საკითხების
მოგვარების შემდეგ,მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს. მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიმდინარეობისას
რაზე გაამახვილონ ყურადღება რომელი კრიტერიუმებით შეფასდებიან. წინარე
ცოდნის გამეორება (3 წთ) II
აქტივობა (7 წთ) „მეზობელი
რიცხვები“ „რიცხვთა
ხეზე“ მოცემული რიცხვების ამოცნობა,დასახელება,დახასიათება და დალაგება ზრდადობის და კლებადობის მიხედვით. III
აქტივობა (6წთ) „უახლოესი
ათეულები და ოცეულები“ „ფერად
ყვავილებში “ ჩაწერილი მრგვალი ათეულების დახასიათება და უახლოესი ათებულების და
ოცეულების პოვნა.
IV
აქტივობა (7წთ) „დამალული
კომპონენტები“ „ჯადოსნურ
ყუთში“ დამალული რიცხვების პოვნა.
V
აქტივობა (7წთ) „სახალისო
ამოცანები“ ფერადი
ფურცლებზე მოცემული სახალისო ლოგიკური ამოცანების ამოხსნა VI
აქტივობა (7წთ) „გეომეტრიული
ფიგურების დეტექტივი“ გეომერტიული
ფიგურების ამოცნობა და დახასიათება,მათი „ჯადოსნურ ქალაქში“ პოვნა. VII აქტივობა(3წთ) გაკვეთილის
შეჯამება, მოსწავლეების შეფასება |
მოსწავლეთა ორგანიზება |
საერთო
საკლასო, ინდივიდუალური. |
რესურსები |
თაბახის ფურცლები, ბრჭყვიალა რიცხვები, ფანქრები,გეომეტრიული ფიგურები,მარკერი. |
შეფასება |
განმავითარებელი შეფასება,
(ზეპირი) შეფასების სქემა |
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგი |
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრითი რიცხვითი სახელების გამოყენება.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს
შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული
ფიგურების ამოცნობა და აღწერა. |
Комментариев нет:
Отправить комментарий